რუსეთის ფედერაციის ყოველი მეათე მოქალაქე პირად საკუთრებაში ფლობს ცეცხლსასროლ იარაღს.
ამჟამად ქვეყანაში, სამოქალაქო სექტორში 13 მილიონზე მეტი სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღია რეგისტრირებული.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში 100 მოქალაქეზე 90 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი მოდის, მეორე-მესამე ადგილზე იემენი და ფინეთია, სადაც 100 მოქალაქეზე შესაბამისად 61 და 56 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი მოდის.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მსოფლიოში არსებული 900 მილიონი ცეცხლსასროლი იარაღიდან, მხოლოდ 240 მილიონია შეიარაღებული ძალების განკარგულებაში, დანარჩენ 660 მილიონს კი კერძო სექტორი ფლობს.
ზემოთმოყვანილი სტატისტიკა მხოლოდ დარეგისტრირებული, ანუ ოფიციალურ შეიარაღებას მოიცავს.