იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან ამოღებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე:
_ ისა და, ეს ინტერპოლი ალბათ ფიქრობს, ჩვენ რას გვაწვალებთ და გვაღადავებთ ადეიშვილზე ძებნას რომ გვაცხადებინებთო. ძებნა ხომ მას სჭირდება ვინც დაკარგულია ან იმალება? ამდენს დავდივართ კიევში, პრეზიდენტი გინდა, ჩემო ბატონო, ორჯერ მაინც იყო და მე მაინც ვარ ამის მოწმე, პარლამენტის თავმჯდომარე გინდა (მალე მიემგზავრება).
სხვებიც იყვნენ ბოლო პერიოდში და ყველამ ვიცით, რომ ეს ჩვენი პატარა მუსოლინი ლამისაა ჩვენივე სასტუმროს რომელიღაც ლუქსში ცხოვრობს, ყოველდღე სასტუმროში ქართველ ექსპერტებს დებრიფინგებს უტარებს და ჩვენი მეგობარი ქვეყნის მეგობარი ხელისუფლება კი მას თავზე ევლება (ჯერჯერობით).
ხოდა, ამასობაში …. ამ ჩვენი ვიზიტების დროს მის გადმოცემას კატეგორიულად ვინმე ითხოვს?
რას ვერჩით ამ ინტერპოლს? არალოგიკურია ჩემი შეკითხვა?, _ წერს კვაჭანტირაძე.