შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სარფის საბაჯოზე გამშვებ პუნქტზე ოზურეგთის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალბატონი დააკავეს. დაკავებულ ქალბატონს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და საქართველოში გადმოტანაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ეს ინფორმაცია დაადასტურეს.
"ქალბატონი ცდილობდა საქართველოში შემოეტანა დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება. საქმე აღძრულია 260 მუხლის მეორე ნაწილის ქვე პუნქტით და 262 მუხლის მეორე ნაწილისა-ქვე პუნქტით."