მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში 7 მინისტრი შეიცვალა, მინისტრები და მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევიან.
ამას საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 801 არეგულირებს, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
ცნობისთვის, ერთი კვირის წინ თანამდებობა დატოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, გუშინ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დღეს კი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.