როგორც "გურია ნიუსთან" კახა კუკავასა და ირაკლი ღლონტის დაკავების თვითმხილველი ამბობს, მათ გზა გადაკეტეს და "სიტი პარკის" ევაკუატორს არ უშვებდნენ.
სწორედ ამის შემდეგ მივიდა ადგილზე საპატრულო პოლიცია და სთხოვა მათ გზის გათავისუფლება, რასაც არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც თვითმხილველი ჰყვება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მათ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სთხოვდნენ გზის გახსნას, მაგრამ ამაოდ.