"ეს არის შეურაცხყობა იმ საქმეების, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა ქვეყანას" _ ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენრთან განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის დარბაზიდან:
_ მიუღებელია ის, რაც ზუგდიდში მოხდა, როცა ორ დეპუტატს მოკიჟინე ხალხი დაახვედრეს. უმადურობის მწვერვალია როდესაც ბიძინა ივანიშვილის ჭიშკარს ესვრიან გარკვეულ ნივთებს. ეს არავითარი დემოკრატია არ არის, ეს არის კრიმინალი. ეს არის შეურაცხყობა იმ საქმეების, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა ქვეყანას. მინდა ვთხოვო მოსახლეობას, ნუ ვიქნებით გულგრილი და უმადურობას ნუ შევხვდებით გასუსულები, _ განაცხადა ქანთარიამ.