ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ახალი შპს-ს „აგრარული ბაზარი“ შექმნას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
როგორც სხდომაზე ითქვა ახალი შპს მოგებაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა დასაწყისისთვის 450 000 ლარი გადაეცემა. აღნიშნული თანხით ბაზარი კეთილმოეწყობა.
თანხა რეგიონალური განვითარების პროექტებიდან გამოიყოფა. 350 000 ლარი მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ჰქონდა მოთხოვილი ბაზრის რეაბილიტაციისთვის, 100 000 ლარი კი გამგეობის შენობის რეაბილიტაციისთვის იყო განკუთვნილი, რაზეც უარი თქვეს.
დეპუტატების ნაწილის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რადგან 100 000 ლარში გამგეობაში შშმ პირებისთვის ლიფტი უნდა დამონტაჟებულიყო.
დეპუტატებმა პრეტენზიები გამოთქვეს იმაზეც, თუ რატომ არ გაიტანეს ბაზარი აუქციონზე და რატომ არ მოიძებნა ინვესტორი.
ითქვა ისიც, რომ როცა მუნიციპალიტეტის იღებს ასეთ პასუხიმგებლობას შესაბამისი ლაბორატორიაც უნდა გააკეთონ და მოსახლეობის პრეტენზიების შემთხვევაში პასუხიც აგონ.
მიუხედავად ხმაურისა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი შპს-ს შექმნას მხარი დაუჭირა.
ამ თემაზე ვრცელ მასალას გურია ნიუსი უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.