ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში, ორი შვილის დედა, 32 წლის ნ. მ. ოჯახის წევრებმა აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. როგორც ამბობენ, ქალბატონი აბაზანაში შევიდა, თუმცა, როცა გამოსვლა შეგვიანდა, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილის ახლობლებისა და მეზობლებისთვის გაუგებარია, რა გახდა ახალგაზრდა ქალბატონის თვითმკვლელობის მიზეზი.