გუშინ ქართველ ჯარისკაცებზე გაკეთებული სიუჟეტების გამო ირაკლი ღარიბაშვილი მედიასაშუალებების ნაწილს ბოდიშის მოხდას სთხოვს.
პრემიერის განცხადებით მედიასაშუალებების ნაწილმა გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა:
_ ჩვენ დღის ბოლოს ვიხილეთ სიუჟეტები ქართველ ჯარისკაცებზე, რომელიც ეხებოდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას რომელიღაც წყაროზე დაყდნობით.
ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, რომ ბოდიში მოუხადოთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და თითოეულ ჯარისკაცს, რადგან ჩვენი ქვეყნის საამაყო გმირები არიან ჩვენი ჯარისკაცები, ამიტომ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი, დასაგმობი ფაქტი იყო ის, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ.
ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მე ყველას მოგიწოდებთ, რომ საჯაროდ ბოდიში მოუხადოთ ჩვენ ჯარისკაცებს. _ განაცხადა ღარიბაშილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავე თემაზე: იმ პერიოდში, როცა ფრანგული მედიის ცნობით, ქართველები აფრიკაში ძალადობდნენ, ქართული მისია დაწყებული არ იყო