საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრობის კანდიდატს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიგლა აგულაშვილს, პარლამენტში თემურ ნერგაძე შეცვლის.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი თემურ ნერგაძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში გიგლა აგულაშვილის ადგილმონაცვლეა, ამიტომ გათავისუფლებულ ადგილს პარლამენტში ის დაიკავებს.