პრემიერ-მინისტრის მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის პოსტზე წარდგენილ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც აკმაყოფილებს პროფესიონალიზმის, პატიოსნებისა და პატრიოტიზმის კრიტერიუმებს, შეინარჩუნებს თანამდებობას.
მისივე თქმით, სამინისტროს ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება.
"ჩემთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, პატიოსნება და პატრიოტიზმი.
ამ კრიტერიუმებს ვინც აკმაყოფილებს, ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს თანამდებობას. იქნება გარკვეული ცვლილებები, ახალი პროექტებიდან გამომდინარე, თუმცა ძირითადი ბირთვი იქნება შენარჩუნებული, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს სამინისტროში", – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.