საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალურ შესასვლელ მოედანზე შეიზღუდება ავტომანქანის გაჩერება და დგომა; მესხიშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნამდე, ასევე ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიზღუდება ტრანსპორტის გაჩერება და დგომა ორივე მიმართულებით. სამების საკათედრო ტაძრიდან დიდუბის პანთეონამდე ავტომობილების ნაკადის გადაადგილებას დაარეგულირებს საპატრულო პოლიცია.
ქუთაისის ქუჩაზე დიდუბის პანთეონის ქვედა მხარეს შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობაც. დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს მარცხენა სანაპიროზეც.