საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე ჯავაჰირ ანტონიანი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე მალულად, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შემოიტანა 50 000 ლარის ღირებულების, ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე ვადით.