წიწიბურა ძალიან სასარგებლო საკვებია. მას ადამიანის ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლიდები, ზრდის კუნთების ძალასა და ამტანობას, ამაღლებს პოტენციას, ამაგრებს სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განკურნებას.
წიწიბურასგან მომზადებული „კისელი“ დაგეხმარებათ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.
ის აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს წნევას.
მკურნალობისთვის საჭიროა დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, ჭამოთ 100 გრამი წიწიბურას „კისელი“, რომელიც ასეთი წესით უნდა მოამზადოთ:
3 სადილის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალში. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ 1 ლიტრი წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ გამზადებული მასა. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში და თან ურიეთ. შეგიძლიათ, მას ცოტა ნატურალური თაფლი და ნიგოზიც დაამატოთ (გემოვნების მიხედვით).