ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მუსიკალურ მას-მედიაში ერთი საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა.
ინგლისელ ჟურნალისტებს ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში მხატვრულ ფილმებში გაჟღერებული ყველაზე პოპულარული მუსიკალური კომპოზიციის დადგენა სურდათ.
აღმოჩნდა რომ ბრიტანელთა განსაკუთრებული სიმპათიით დღემდე სარგებლობს კომპოზიცია „You're the One That I Want“.
ეს სიმღერა თავის დროზე ცნობილ სურათში „ბრიოლინში“ (Grease) გაჟღერდა. მას პოპულარული მსახიობები და მომღერლები ოლივია ნიუტონ-ჯონი და ჯონ ტრავოლტა ასრულებდნენ. საინტერესოა რომ ეს დუეტი ამ ფილმში მთავარ გმირებსაც თამაშობდა.
საერთო რეიტინგში მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა კომპოზიცია „Love Is All Around“, რომელიც წარმოადგენდა ჯგუფი „Wet Wet We“”-ის ე.წ. ქოუვერ ვერსიას. ის გაჟღერდა 1994 წელს გამოსულ სურათში „ოთხი ქორწილი და დაკრძალვა“. ამ სიმღერის ორიგინალური ვერსია კი 1967 წელს დაიწერა და ჯგუფ „The Trogs“-ს ეკუთვნის.
მესამე საფეხურზე სტივ ვონდერის უკვდავი „I Just Called to Stay I Love You“ აღმოჩნდა. გახსოვთ ალბათ კომედიური სურათი „ქალი წითლებში“.