ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს აზრით 2012 წლის 17 მაისს მომხდარი თავდასხმა ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული იყო და შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მინიჭებოდა. 17 მაისი გადაწყვეტილების შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ. გადაწყვეტილების ტექნიკური თარგმანს გამოცემა მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასმართლომ საკუთარი გადაწყვეტილება 2012 წლის 17 მაისს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმის საქმეზე დღეს, 12 მაისს გამოაცხადა.
სასამართლოს აზრით, ორი რადიკალურად განწყობილი რელიგიური დაჯგუფება – “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” და “წმინდა ვახტანგ გორგასლის საძმო” – მკვეთრად ჰომოფობიური შეძახილებით გამოირჩეოდნენ რაც დასტურია იმისა, რომ დანაშაულის ყველა ინციდენტი ჰომოფობიური სიძულვილით იყო მოტივირებული. ისინი დემონსტრანტებს “პიდარასტებად” და “გარყვნილებად” მოიხსენიებდნენ.
სასამართლოს აზრით, დანაშაულის ინციდენტების მოტივაციის და იმ გარემოებების გათვალისიწნებით, რომ საქართველო სხვადასხვა კლვევების მიხედვით ჰომოფობიური ქვეყანაა, ლგბტ თემი არის ძლიერ მოწყვლად და დაუცველი, ასევევ დემონსტრაციის დროს აგრესორები რაოდენობრივად გაცილებით მეტნი იყვნენ და პოლიცია იყო უმოქმედო რაც მსხვერპლებისათვის მრავალი ფსიქოლოგიური ტრამვის, შიშის და დაუცველობის გრძნობის გამოწვევი იყო. ყველა იქ მყოფი მსხვერპლი დაზარალებულად უნდა იყოს ცნობილი, რაც აქამდე საქართველოს მთავრობას არ გაუკეთებია.
სასამართლო ასევე თვლის, რომ საგამოძიებო ორგანოებს უნდა გაეთვალისწინებინათ ლგბტ ადამიანთა არსებული მოწყვლადი მდგომარეობა და განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისინი წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი აქციის დეტალების თაობაზე, მათ უნდა მიეღოთ ადეკვატური ზომები დემონსტრანტების დასაცავად და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. სასამართლოს აზრით, პოლიციის რეაგირება არ იყო ადეკვატური, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც აგრესორების მაგივრად, პოლიციამ დაზარალებული პირების ნაწილი დააკავა.
სასამართლო თვლის, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის ინციდენტის გამოძიებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული სიძულვილით მოტივაცია. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო უბრალოდ ბრმა იქნება არსებული დისკრიმინაციის მიმართ. სასამართლოს აზრით საქართველოში გამოძების და სასამართლო პროცესები სწორედ ბრმა იყვნენ ჰომოფობიური სიძულვილის მიმართ და მათ ვერ გაითვალისწინეს არსებული კონტექსტი.
წყარო: 17 მაისი