ტრაგედიით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ სარფში სადაც დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლის კლდიდან ავტომანქანა გადმოვარდა.
შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა და ავტომანქანაში მყოფი შუახნის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. დაღუპული ამავე სოფლის მცხოვრები იყო.
კლდიდან გადმოვარდნილი ავტომანქანა ბათუმი-სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე დაეცა, თუმცა, მოძრავი ავტომობილები არ დაზიანებულა.
შემთხვევის ადგილზე დროულად იქნა მობილიზებულ სამაშველო სამსახურები, მაგრამ მძღოლი ადგილზევე დაიღუპა. უკვე აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე და უბედური შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.