NDI-ს გამოკითხულთაგან 3 % მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგად მუშაობს, 16% ამბობს, რომ კარგად მუშაობს, 54% მის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 13% ცუდად, 3% კი ძალიან ცუდად.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასებას, ძალიან კარგად 2% აფასებს, 14% – კარგად, 52% – საშუალოდ, 16% – ცუდად, 5% – ძალიან ცუდად.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.