ორი ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს დღეს დილით მდინარე ჩირუხისწყალში. ორივე ახლაგაზრდა გუშინ საღამოს დაიკარგა და ისინი სოფელ შუბნის მკვიდრები არიან.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ახალგაზრდები გუშინ სოფელ შუბნიდან დარჩიძეებში მიემართებოდნენ და სავარაუდოდ, მოკლე გზით წასვლა გადაწყვიტეს, რა დროსაც შესაძლოა მდინარეში ჩაცვივდნენ.
სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დილით ორივე დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი შემთხვევიდან დაახლოებით 400 მეტრში იპოვეს.
დაღუპული ახალგაზრდები 20 და 24 წლისანი არიან.