საქართველოს პრემირ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი გურიას სტუმრობს. მან უკვე დაათვალიერა ჩოხატაურში მშენებარე ხილის გადამამუშავებელი ქარხანა.
პრემიერის თქმით, გურულებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, განსაკუთრებით ჩოხატაურისთვის.
“მე გურია ძალიან მიყვარს. დიდი ხნის განმავლობაში იყო გურია გუბერნატორის გარეშე და ამის გამო მინდა ბოდიში მოვუხადო გურულებს. ახალდანიშნული გუბერნატორი არის ძალიან კვალიფიციური კადრი, ოზურგეთელი და მე გპირდებით, რომ გურიაში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდება.“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს.
ირაკლი ღარიბაშვილმა “გურია ნიუსის“ ექსკლუზიურ შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს ეხებოდა. ინტერვიუს სრულ ვერსიას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.