თბილისის მერიის მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მირზა შაფის ქუჩაზე მშენებლობას კომპანია „დე მარკი“ განახორციელებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია შიზოფრენიულ პროექტს უწოდებს.
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის თქმით, პროექტი არ ჯდება ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში და მისი მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს.
"მერია მხოლოდ ინვესტორის ინტერესებს ითვალისწინებს და არაფრად მიიჩნევს ისტორიული ტერიტორიის მნიშვნელობას. ეს არის უძველესი ქუჩა, რომელიც იქნება გაგრძელება ამ ისტორიული უბნის. ამ შიზოფრენიული პროექტის განხორციელება ვერასოდეს ვერ მოხდება და ეს თბილისის მთავრობამ კარგად უნდა იცოდეს,“ – ამბობს მელია.