საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა "იმედის" კვირაში, 17 მაისს გასულ სიუჟეტს ფეისბუქით ეხმაურება:
_ ბევრი ვიფიქრე როგორ გამეცა პასუხი იმ ცილისწამებაზე და ცრუ ბრალდებებზე, რაც 17 მაისს ტელე იმედის ეთერში გავიდა. შეტევა ოჯახზე, მის ღირსებაზე. თან სპეციალურად 17 მაისს. არაფრით არ მესმის იმ ადამიანების ვინც ეს ჩაიდინეს (ნაძირლებს ტიტული და ოჯახის შვილობა ვერ აკავებთ).
გულდასაწყვეტია, რომ ჩემს მიმართ აგორებული ამ კომპანიის ერთადერთი ტელევიზია, სწორედ იმედის ტელევიზიაა. ასეთი ტელევიზიისთვის და საერთოდ… არ უბრძოლია ერს და მათ შორის არც მე ლუკა კურტანიძეს… სამწუხაროა!
ვახო სანაიას გადაცემაში TVS-ზე რომან რურუამ თვითონვე გამოტანა თავის სიცრუეს განაჩენი!
სპორტის ყოფილ მინისტრს და მის წამქეზებლებს ვურჩევ ეყოთ ის, რაც ვითმინე და გადაიტანა ჩემა ოჯახმა მათ მიერ მოწყობილი დამცირების და ტალახის სროლით!
მოთმინების ყოველგვარი რესურსი ამომეწურა და გაფრთხილებთ, რადგან იკადრეთ და გადათელეთ ჩემი და ოჯახის ღირსება არ და ვერ გაპატიებთ თქვენს ნაძირლობას პატარა კაცმაცუნებო!!!
მთელი ჩემი სიცოცხლე, ღირსეულად ვემსახურე ჩემს სამშობლოს და ამით ვამაყობ… არავის აქვს და არც მივცემ უფლება ეს ბედნიერება წამართვას!
ორშაბათს, მთელი ქვეყნის გასაგონად, ვიტყვი იმას თუ რა შევძელით და რა შევძინეთ ჩვენს ქვეყანას! და ეს იქნება ღირსეული ამაღლებული პასუხი ყველას!
სიყვარულით მომილოცნია ამაღლების ბრწყინვალე დღე! ამინ, _ წერს კურტანიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსნენებთ, რომ "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად ჭიდაობის ფედერაციის წევრები საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში და კორუფციაში ადანაშაულებენ.