"გურია ნიუსის ინფორმაციით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ზურაბ ჯაფარიძე ტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ
როგორც "გურია ნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში უთხრეს, უახლოეს დღეებში პარტიის წევრების შეკრება მოხდება და ყველა სიახლის შესახებ იქ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება კონკრეტულად ზურა ჯაფარიძის მიერ პარტიის დატოვების საკითხს, პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებენ.
დატოვებს თუ არა ჯაფარიძესთან ერთად კიდევ რომელიმე წევრი პარტიას, კომენტარი არც ამ საკითხზე კეთდება.