გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც 2015-2016 სასწავლო წელს სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
აგრონომია, ვეტერინარია, სატყეო საქმე, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, ფიზიკა, ქიმია არქიტექტურა _ ეს იმ ფაკულტეტების მოკლე ჩამონათვალია, სადაც სწავლა უფასო იქნება.
უფასო ფაკულტეტების და სასწავლებლების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.