"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი პარტიას ტოვებენ ადასტურებს.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაციონალურ მოძრაობას" წევრები ტოვებენ, თუმცა აღნიშნულს პარტიის პრესსამსახური არც უარყოფდა და არც ადასტურებდა.
პრესსამსახურში აცხადებდნენ, რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში პარტიის შეკრების შემდეგ გაირკვეოდა.
"ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი პარტიას ტოვებენ. მათ ამ დროისთვის მათ პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალურად არ მიუმართავთ და ოფიციალურად მიმართვის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები", _ განაცხადა რატიანმა.