სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია სრულიად საქართველოს ულოცავს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
_ ქართველი ხალხის დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის ქონის ურყევი ნება დღეს შეუქცევად რეალობად არის ქცეული. განვითარებისა და პროგრესის გზაზე მდგომ საქართველოს სახელმწიფოს ვუსურვებთ მშვიდობას, ქვეყანას – ეკონომიკურ პროგრესსა და კეთილდღეობას, ქართველ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ერს და ეროვნებას -კეთილდღეობასა და ბედნიერ ცხოვრებას, _ აღნიშნულია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.