საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ლანჩხუთში სპორტული ღონისძიებებით დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ სკვერში, სპორტული ცენტრის ორგანიზებით, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ერთდროულად რამდენიმე ტურნირი გაიმართა, რომლის გამარჯვებულებს სამახსოვრო თასები გადაეცათ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 1918-21 წლებში საქართველოს მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას ბიუსტი. სადღესასწაულო დღის დამაგვირგვინებელი კი მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით გამართული კონცერტი იყო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.