შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 1971 წელს დაბადებულ, თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რ-ში, მე-15 კორპუსის N142 ბინაში მცხოვრებ თამაზ ჯუმბერის ძე გუდაძეს. იგი 2015 წლის 4 მაისს სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ თამაზ გუდაძის სამძებრო მოქმედებებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, როგორც ეკიპაჟების, ასევე მეტროპოლიტენის პატრულის თანამშრომლებს, ყოველდღიურად მიეწოდებათ ინფორმაცია დაკარგული პირის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი. ყოველდღიურად მოწმდება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესული შეტყობინებები. სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს გარესათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღება და გაშიფვრა.
თამაზ გუდაძის აღწერილობაა: 175 სმ სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით.
ტანთ ეცვა: ცისფერი „კაპიშონიანი“ ქურთუკი, შავი შარვალი და ლურჯი ფერის სპორტული ფეხსაცმელი.
თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია დაკარგული თამაზ გუდაძის შესახებ, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577-53-94-60; 032 241-31-32;593-244-243.