სსმპ „საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი“ მიიჩნევს, რომ ლანჩხუთის გამგებლის პირველი მოადგფილის, ვახტანგ ზენაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება კანონთან სრულ შესაბამისობაშია. პროფკავშირს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა პროფკავშირების თავმჯდომარემ, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა მაგული კუნჭულიამ მიმართა, საიდანაც ასეთი შინაარსის წერილი მიიღო::
"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 21.05.2015 წლის #314 ბრძანების, "ვახტანგ ზენაიშვილის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", კანონიერებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის 1 პუნქტის "ა.გ" ქვეპუნქტი უფლებამოსილებას ანიჭებს გამგებელს/მერს თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, "გამგებელს/მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდეობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი."
მოცემული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მოგახსენებთ, რომ ბრძანება არის კანონთან შესაბამისობაში" – წერია საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირიდან მიღებულ პასუხში.
პროფესიული კავშირიდან მირებული წერილის საპასუხოდ, რომელიც ლანჩხუთის გამგეობის სოციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული ვახტანგ ზენაიშვილი კომენტარს აკეთებს:
„თუ არაა კანონთან შესაბამისობაში, ეს სასამართლოზე გამოჩნდება. მე ვესაუბრე ამ წერილის შემდგენს ქ-ნ პერტენავას, მან წამოაყენა ის არგუმენტები ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ, რითიც გამგეობამ იხელმძღვანელა თავის დროზე. თუმცა დამეთანხმა და გაიზიარა ჩემი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კანონს ისე წავიკითხავთ, როგორც ეს გამგეობის იურიდიულმა სამსახურმა გააკეთა, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ კანონი უვარგისია, აქვს ხარვეზი, წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და, როცა ვუთხარი რატომ არ აპროტესტებენ და არ ითხოვენ კანონის შეცვლას, ამაზე მან მიპასუხა, რომ შეტანილი აქვთ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში… აგრეთვე მე მას განვუმარტე ჩემი გათავისუფლების რეალური მოტივები ( რომელის მტკიცებულებასაც სასამართლოს წარვუდგენ), რის შემდეგაც თქვა, რომ ამ საქმის მოგების მაღალი ალბათობაა. ისე, სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ზაზა ურუშაძეს სახლში წასვლა მაინც მოუწევს“, -განაცხადა ზენაიშვილმა….