9 წლის ვეფხვს, რომელმაც მაისის დასაწყისში ინდოეთში ტყის მცველი მოკლა, ასიკვდილით არ დასჯიან.
BBC-ის ინფორმაციით, სასამართლოს ვეფხვის ცოცხლად დატოვების თხოვნით ცხოველთა დამცველებმა მიმართეს.
ცნობისთვის, ვეფხვს ბრალი ედებოდა 3 ადამიანის მკვლელობაში. მან 2010 და 2012 წლებში 23 და 19 წლის ახალგაზრდა ბიჭები იმსხვერპლა.
ბოლო შემთხვევა კი 8 მაისს მოხდა, როდესაც ვეფხვმა ტყის მცველი მოკლა.
მოსამართლის განცხადებით, ვეფხვი ზოოპარკში იმიტომ გადაიყვანეს, რომ ეს ინდოეთში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.
ვეფხვი ახლა უდაიპურის რაიონის ზოოპარკში, გალიაში ჰყავთ დამწყვდეული.
ცნობისთვის, ინდური ვეფხვის სახეობამ 2014 წელს 2 226-ს მიაღწია. მსოფლიოს ვეფხვების 70 % -ის სახლი ინდოეთია. ინდოელებს ვეფხვებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ვეფხვებს 60-მდე ადამიანის სიცოცხლე ეწირება.