ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანში ავტოავარიის დროს ათობით ადამიანი დაშავდა. ტრაილერი თურქეთში მიმავალ ავტობუსს და მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში ავტოავარიის შემთხვევას ადასტურებენ.
_ ჩვენთვის ცნობილია, რომ თურქეთში მიმავალ ავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. არ არის მსხვერპლი და დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. – გვითხრეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში.
“გურია ნიუსი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის სოფელ ნიგვზიანში, ირაკლი გუჯაბიძეს დაუკავშირდა. გუჯაბიძის თქმით, ავტოვარიის დეტალები არ იცის.
_ ნამდვილად არ ვიცი დეტალები, რა მოხდა. _ გვითხრა ირაკლი გუჯაბიძემ.
გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხუთი დაშავებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენი დაშავებულები კი ფოთის საავადმყოფოში.