ფინანსთა სამინისტრო მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, ასევე საბიუჯეტო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები.
ფინანსთა მინისტრმა დედაქალაქის მერის მოადგილისგან გიორგი ხელაიასგან მოისმინა ინფორმაცია ამჟამად არსებული ვითარების შესახებ.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო დღეს უკვე მზადაა, ზარალის საბოლოო ოდენობის დადგენამდე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 10 მლნ ლარი.
ასევე, ფინანსთა სამინისტრო თხოვნით მიმართავს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს დღეს განაახლონ მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, არ შეფერხდეს გადარიცხვები.