საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალიან რთული ვითარებაა თბილისში და ასეთი ვითარება არასდროს ყოფილა:
_ ჩვენ გუშინვე ძალიან მობილიზებულად დავიწყეთ რეაგირება. დილის 5 საათზე ჩავატარეთ პირველი თათბირი. შევქმენით საგანგებო შტაბი და ფუნქციები გადავუნაწილეთ ყველა სამინისტროს.
ყველა სამსახური არის აბსოლუტურად მობილიზებული. მე მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ამ პრობლემების აღმოფხვრა, _ განაცხადა პრემიერმა "იმედის კვირაში" საუბრისას.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლონა მაშევლებს, პოლიციელებს, ექიმებსა და ახალგაზრდებს გადაუხადა:
_ ახალგაზრდების შემართება არის აბსოლუტურად გასაოცარი. ჩვენ დღეს ვნახეთ, მთელი დღის მანძილზე, ძალიან დიდი შემართებით მუშაობენ ჩვენი ახალგაზრდები ჩვენს პოლიციელებთან და მაშველებთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ოჯახებს, – განაცხადა ღარიბაშვილმა.