საზოგადოება "მოქალაქე " თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს:
"ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს. საზობადოება „მოქალაქე“ სწავლობს არსებულ მდგომარეობას, მუშაობს ქალაქის თანადგომისთვის კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმაზე და ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად; საზოგადოება ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში". -_ ნათქვამია განცხადებაში.