მაშველებმა სტიქიისას დაკარგული მარიამ ქუთელია გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელკომპანია "იმედი" ავრცელებს.
მათი ცნობით, ქუთელიას ცხედარი თბილისის ერთ-ერთ პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მისი ამოცნობა მოხდა.
მარიამ ქუთელია მეგობარ გოგონასთან, ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ისინი მოვარდნილმა მდინარე ვერემ გაიტაცა. ივლიტა ჯიბუტის მეუღლე დიდხანს ცდილობდა გოგონების გამოყვანას, თუმცა საბოლოოდ ისინი სტიქიამ იმსხვერპლა. მაშველებმა მხოლოდ მამაკაცის გადარჩენა შეძლეს.
ამავე თემაზე:
დაკარგული ივლიტა ჯიბუტის ახლობელი: მაშველებს 40 წუთი ელოდებოდნენ