სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკა ჩართულია თბილისში მომხარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ქუჩების გაწმენდის სამუშაოებში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო სპეცტექნიკა განაგრძობს გაწმენდით სამუშაოებს გმირთა მოედნისა და მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მინისტრი ოთარ დანელია დილიდან იმყოფებოდა სტიქიით დაზიანებულ მონაკვეთებში და ადგილზე ეცნობოდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას.
დანელიამ კიდევ ერთხელ თხოვნით მიმართა მოსახლეობას, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქალაქში საავტომობილო საშუალებებით გადაადგილებისგან, რათა ხელი შეუწყონ სპეცტექნიკის შეუფერხებელ მოძრაობას.
გუშინელი დღიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოცამდე სამელიორაციო სპეცტექნიკა აწარმოებს გაწმენდით სამუშაოებს გმირთა მოედნისა და მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო მზად არის რეგიონებიდან ჩამოიყვანოს დამატებითი ტექნიკა, რათა დაჩქარებული ტემპით მოხდეს დაზიანებული ტერიტორიის მოწესრიგება.