ამ გაჭირვებს ჟამს ევროკავშირი მხარში უდგას და უპირობო სოლიდარობას უცხადებს საქართველოს. ჩვენ ვწუხვართ თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში უწყვეტი წვიმიანობით გამოწვეული წყალდიდობის მსხვერპლთა გამო და თანავუგრძნობთ დაზარალებულებს.
სწრაფი რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი უწყვეტად ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ვინარჩუნებთ კონტაქტს საქართველოს ხელისუფლებასთან და მზად ვართ ქვეყნის დასახმარებლად სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე, გამოიწვია დედაქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და ძირითადი მომსახურების შეჩერება.