უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, გმირთა მოედანზე ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალისთვის გაიხსნება.
როგორც ჯანელიძე ამბობს, ამ ეტაპზე ვარაზისხევის მიმართულებით გზის გახსნისგან თავს იმის გამო იკავებენ, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს.
"საგზაო მოძრაობა აღდგენილია გმირთა მოედანზე ყველა მიმართულებით, გარდა ვარაზისხევის მიმართულებისა. მუშაობს ესტაკადაც. ერთადერთი, რაც გასახსნელი დარჩა, არის ვარაზისხევის მიმართულება და აღნიშნულიც, ვვარაუდობთ, რომ ხვალისთვის გაიხსენა. ამ გზაზე იმდენად არ არის ტექნიკური პრობლემები, რამდენადაც მისმა გახსნამ შეიძლება აღდგენითი სამუშაობი შეაფერხოს, კერძოდ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადაადგილებას შეუშალოს ხელი", _ განაცხადა ჯანელიძემ.