სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ჩეჩელაშვილის #74, სადაც წუხელ მცირე მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია.
საბჭოს ცნობით, გეოლოგებმა შეისწავლეს ადგილზე არსებული ვითარება. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მაცხოვრებლების ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა ჩასატარებელია პრევენციული ღონისძიებები. გეოლოგების დასკვნა გადაეცემა თბილისიის მერიის შესაბამისი სამსახურს, რომელიც პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებს.
რაც შეეხება ბაგების მიმართულებით ჩამოწოლილ მიწის ნაწილს, საბჭოს ინფორმაციით, უკვე გატანილია.
პარალელურად დაწყებულია წყლის კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები. ვითარების დამძიმება ამ უბანზე არ მომხდარა.
წყნეთი-სამადლო-ბეთანიის დამეწყრილი მონაკვეთზე კი, ჩარჩენილი ავტოტრანსპორტის გამოსაყვანი სამუშაოები დღის განმავლობაში დაიწყება.