ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის ჭადრების ბაღში 16 წლის ქრისტინა საბაშვილი თავის მიერ გაკეთებულ ყელსაბამებს ყიდის. აქცია საქველმოქმედოა და შემოსული თანხა სტიქიისგან დაზარალებულებს გადაერიცხება.
_ სანამ არ გავყიდი ყელსაბამებს, მანამ აქ ვიქნები. რამდენიმე ადამიანი უკვე მოვიდა და აქციაში მიიღო მონაწილეობა. როგორც საქართველოს მოქალაქე, მეც მინდა, დავეხმარო ჩემს თანამოქალაქეებს, _ გვითხრა ქრისტინა საბაშვილმა.