რუსეთი 2015 წელს 40-ზე მეტ საკონინტეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის შეძენას გეგმავს. "როიტერის" ცნობით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ახალი ბალისტიკური რაკეტებით ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან გამკლავებაც შესაძლებელია.
"წელს 40-ზე მეტი ახალი, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემასთან ტექნიკურად მოწინავე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური თავდაცვის სისტემის არსენალი დაემატება", _ განაცხადა პუტინმა სამხედროებთან სიტყვით გამოსვლისას.
აღნიშნული გადაწყვეტილება კრემლმა მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთს ეშინია, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის შემდეგ სხვა ქვეყნებშიცაა მოსალოდნელი.