ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განცხადა, რომ რუსეთის სამხედრო რიტორიკა სახიფათოა და დესტაბილიზაციის ხასიათს ატარებს: „ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი სამხედრო ძალების მზადყოფნას. ჩვენ მომავალშიც დავეხმარებით მოკავშირეებს საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში,“ _ თქვა სტოლტენბერგმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვული შეიარაღება 40 ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით შეივსება.
პუტინმა აღნიშნა, რომ ეს რაკეტები გადალახავს ნებისმიერ, ტექნიკურად სრულყოფილ ანტისარაკეტო ბარიერს.