სტიქიის შედეგად დაკარგულად ამ დროის მონაცემებით, ხუთი ადამიანი ითვლება.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ივანე იოსების ძე გელაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღე დაკარგულად ითვლებოდა, აღრიცხვიდან მოიხსნა, რადგან ის სახლში დაბრუნდა.
13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილია 19 ადამიანი, აქედან იდენტიფიცირებულია 17; უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი ხუთი ადამიანი ითვლება.
უგზო-უკლოდ დაკარგულად ამ დრომდე ითვლება: 1. ელიზა მალხაზის ასული ზარანდია, დაბ.: 16/10/1989; 2. ელიზბარ შოთას ძე ბაღაშვილი, დაბ.: 16/08/1961; 3. ბექა თეიმურაზის ძე ბუთურიშვილი, დაბ.: 28/08/1981; 4. სერგო ავთანდილის ძე კაპანაძე, დაბ.: 01/03/1984; 5. სულიკო დიმიტრის ძე ნოზაძე, დაბ.: 06/12/1959.