შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ლომმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა.
როგორც შსს-ში "გურია ნიუსს" განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.
"ერთი პიროვნებაა გარდაცვლილი. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული", _ აცხადებენ შსს-ში.
რაც შეეხება განცხადებას, რომ ყველა ცხოველი დაჭერილია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ამასთან დაკავშირებით, შსს-ში კომენტარი არ კეთდება.
"ამაზე ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრეს უწყების პრესსამსახურში.