რჩევები სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებსანუ, როგორ დავიცვათ თავი ინფექციებისაგან:
• ეპიდემიის გავრცელების საფრთხე ცხოველების ლეშებთან დაკავშირებითმინიმალურია. მათი მოძიების შემთხვევაში, მიმართეთ სამაშველო სამსახურს;
• დალიეთ მხოლოდ ბოთლის წყალი;
• არ გამოიყენოთ საკვებად მალფუჭადი ან დაბინძურებული პროდუქტი;
• კვების, ტუალეტით სარგებლობისას, სიგარეტის მოწევის წინ და ნებისმიერიდაბინძურების შემთხვევაში დაიბანეთ ხელები სუფთა წყლითა და საპნით;
• მუშაობისას სხეული მაქსიმალურად დაიფარეთ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით;
• სითბური და მზის დაკვრის თავიდან აცილების მიზნით ჩაიცვით ღია ფერისტანსაცმელი და გამოიყენეთ ქუდები და თავსაბურავები;
• ნუ იმუშავებთ შიშველი ხელებით, გამოიყენეთ სამუშაო ხელთათმანები;
• მტვრისაგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღბები;
• გაკაწვრის ან კანის სხვა დაზიანების შემთხვევაში ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის ტეტანუსის, ჩამოიბანეთ ნებისმიერი ჭრილობა საპნით და სუფთა წყლით და მიმართეთ სამედიცინო პუნქტებს. ტეტანუსის აცრის მისაღებად 24 საათის განმავლობაში მიმართეთ იმუნიზაციის ცენტრს -ქ.თბილისი, ტაშკენტის ქუჩა #10.
• ნუ შეეჭიდებით ისეთ სამუშაოს, რომელიც აღემატება თქვენს ძალებს,განსაკუთრებით ორსულები და მცირეწლოვანები.
• დაიცავით ჰიგიენის წესები და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთდაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს შემდეგ ტელეფონისნომრებზე: 595956156; 595956151 ან დარეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელხაზზე 15 05.