"გურია ნიუსის“ ოფისში ივლიტა ჯიბუტის სახელობის თანამედროვე ბიბლიოთეკა გაკეთდება.
ამ იდეის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლავთ.
_ ვფიქრობ, რომ ამა დამიანების უკვდავყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. ივლიტა განათლებული გოგო იყო, მეტი ცოდნის მიღების სურვილით. ამ ტრაგედიის შემდეგ, ერთადერთი რაც მოვიფიქრე მისი სახელობის თანამედორვე ბიბლიოთეკის გახსნაა – წიგნები, კომპიუტერები და ა.შ. ნაწილს ჩემი სახსრებით გავაკეთებ, ლიბ-ჯგუფის სახელით, დამეხმარებიან გამომცემლებიც და მოქალაქეებიც.
მადლობა გურიანიუსს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. სიმბოლურია, რომ მისი ოფისი ივლიტას სახლის წინ მდებარეობს, ხოლო დარბაზის კედელზე, მის მიერ ბავშვობაში გაკეთებული წარწერებია შემორჩენილი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კეკელიძემ.
მისივე თქმით ეს იქნება ყველაზე თანამდროვე და კარგი ბიბლიოთეკა გურიის მაშტაბით.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში შენარჩუნებული იქნება ის კედელი, რომელზეც ივლიტა ჯიბუტმა საკუთარი ხელით, ცარცით წარწერა რამდენიმე წლის წინ დატოვა და რომელიც, რედაქციის კედელზე დღესაც ნათლად იკითხება.
“გურია ნიუსის“ გამომცემელი ია მამალაძე ამბობს, რომ ამ ინიციატივასთნ დაკავშირებით, ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო იდეა არსებობს, რომელიც ახალგაზრდების განათლებას შეუწყობს ხელს; ეს კი ყველაზე მეტად მოუხდება განათლებული, გახსნილი, ცოდნისა და ადამიანური ღირებულებებით გამორჩეული გოგონას – ივლიტა ჯიბუტის, ასევე, ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას.