ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, "BETEK"- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, მოქალაქე დავით ნამთალაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს შეიძინა რამოდენიმე ათასი ერთეული "BETEK"- ის სასაქონლო ნიშნის მქონე ცარიელი ტომარა და ქ. ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საამქროში მის მიერ შეძენილი ტომრების გამოყენებით კუსტარულად დაამზადა "BETEK"- ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობის წებო-ცემენტი. ამის შემდეგ, ბრალდებულმა მოახდინა ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მინდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.