https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

წყალქვეშა ნადირობისთვის საჭირო იარაღით უკანონო ვაჭრობას ზურაბ გურიელიძე უარყოფს

1:06; 25.06.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისის ზოოპარკის დირექტორის  ზურაბ გურიელიძის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები ჩნდება. ორგანიზაცია "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგი"  გურიელიძეს თანამდებობასთან წინააღმდეგობაში მყოფ ბიზნესსაქმიანობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ის "პოსეიდონის სამყაროს" მეწილე პარტნიორია, ეს შპს კი დაკავებულია წყალქვეშა ნადირობის ტურების გამართვითა  და წყალქვეშა ნადირობისათვის განკუთვნილი იარაღით ვაჭრობით.

თავად გურიელიძე გავრცელებულ ინფორმაციას მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ კამპანიად აფასებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება. როგორც მან "გურია ნიუსს" უთხრა, წყალქვეშა ნადირობის ტურების მოწყობასა და უკანონო საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

ბრალდებები გურიელიძის წინააღმდეგ

ორგანიზაცია "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის" მიერ ჯერ კიდევ 2015 წლის 7 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია:

"ზოოპარკის დირექტორს  გურიელიძეს რამდენად გააჩნია მორალური უფლება, ეკავოს ზოოლოგიური პარკის დირექტორის პოსტი იმ დროს, როდესაც პარტნიორისა და მეწილის სახით არის ჩართული ბიზნესში, რომელიც დაკავებულია სანადირო იარაღის ვაჭრობითა და ნადირობის ტურების გამართვით; ბიზნესში, რომელიც ემსახურება ცხოველთა განადგურებას გართობისა და კომერციული მოგების მიზნით", _ ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზურაბ გურიელიძე მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და აცხადებს, რომ ორგანიზაცია მისი სახელის "გაშავებას" ცდილობს.

როგორც გურიელიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტა, ის ნამდვილად არის "პოსეიდონის სამყაროს" ერთ-ერთი მეწილე და არა კომპანიის მფლობელი.

გურიელიძე ამბობს, რომ ეს კომპანია ხელს უწყობს დაივინგის განვითარებას საქართველოში: "კომპანიის საქმიანობებს შორის არის წყალქვეშა ნადირობა. ეს ორგანიზაციები კი  ცდილობენ როგორმე მიზანმიმართული შავი პიარით ააგორონ ჩემს წინააღმდეგ უარყოფითი დამოკიდებულება გააჩინონ საზოგადოებაში".

ამასთან, ორგანიზაცია "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგი" აღნიშნავს, გურიელიძის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისას, ის "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" კვლევას ეყრდნობა, თუმცა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აცხადებს, რომ თბილისის ზოოპარკის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით არავითარი კვლევა არ ჩაუტარებია.

"სავარაუდოდ, ხსენებული მონაცემების მოპოვება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შექმნილი საძიებო სისტემის http://companyinfo.ge/ka/ საშუალებით მოხდა, სადაც ავტომატურად იტვირთება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. ვფიქრობთ, რომ ეს კამპანია ზურაბ გურიელიძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, კომპანიაში წილის ფლობა არ წარმოადგენს კანონის დარღვევას ან ინტერესთა შეუთავსებლობის მაგალითს. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გამოყენებით, ბატონი გურიელიძის იმიჯის შელახვის მცდელობა უსაფუძვლოა. კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" არავითარი საფუძველი არ აქვს, ეჭვი შეიტანოს ზურაბ გურიელიძის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმში. თბილისის ზოოპარკში ბოლო წლებში მომხდარი პოზიტიური ცვლილებები ბატონი გურიელიძის წარმატებულ საქმიანობაზე მეტყველებს ზოოპარკის დირექტორის რანგში", _  აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოში".

"პოსეიდონის სამყაროს" საქმიანობა  და წილების მფლობელები

კომპანია "პოსეიდონის სამყაროს"  საქმიანობისა და მეწილეთა შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსმა" საჯარო რეესტრის გვერდიდან მოიპოვა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია "პოსეიდონის სამყაროს" (კომპანიის პირველი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში 2010 წლის 16 დეკემბერსაა გაკეთებული) 75%-იან წილს დავით ნიკოლეიშვილი, 10-10%-ს ალექსანდრე სუდაძე და ზვიად პაიჭაძე, ხოლო 5%-ს ზურაბ გურიელიძე ფლობს. რეესტრის მიხედვით, "პოსეიდონის სამყაროს" დავით ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობს.

 "გურია ნიუსი" აქვე გთავაზობთ ორგანიზაცია "ზოოპარკის მონიტორინგის"და საჯარო რეესტრის ამონაწერებს.

თუმცა, გურიელიძე ამბობს, რომ ამ 5%-იანი წილით მას დივიდენდის სახით ერთი თეთრიც არ აუღია:

"სამწუხაროდ, არანაირ მოგებაზე "პოსეიდონის სამყარო" არ გასულა, ამიტომ, დივიდენდის სახით კი ერთი თეთრიც არ მაქვს აღებული. გვქონდა წყალქვეშა აღჭურვილობის მაღაზია, სადაც ჩვენ თვითონვე ვყიდულობდით პროდუქციას და ეს დღესაც მაქვს. ერთადერთი დივიდენდი ის იყო, რომ კარგი ხარისხის აღჭურვილობას ვშოულობდით ჩვენთვის. ეს მაღაზია დღეს დაკეტილია. სამწუხაროა, რომ კარგი წამოწყება ასე დამთავრდა. მე თვითონ არც წყალქვეშ და არც  წყალს ზემოთ არასოდეს მინადირია", _ ამბობს გურიელიძე.

გურიელიძე განმარტავს, რომ "პოსეიდონის სამყაროს" მიზანი საქართველოში დაივინგის ცენტრის და წყალქვეშა ტურიზმის განვითარების პროპაგანდა იყო, მაგრამ არანაირი სანადირო  ტურები "პოსეიდონის სამყაროს" არ განუხორციელებია არც წყალქვეშ, არც _ წყალს ზევით.

რაც შეეხება თავად წყალქვეშა ნადირობას, გურიელიძე ამბობს, რომ მონადირე წყალში ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე ჩადის, მრავალი საათის განმავლობაში უნდა იცუროს, მხოლოდ ერთი ისარი აქვს და დიდი-დიდი, ერთი ნადირობის დროს ორი თევზი მოკლას.

"ძალიან მეამაყება, რომ საქართველოში  პირველი დაივინგცენტრის ერთ–ერთი დამფუძნებელი ვიყავი. თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან წარუმატებლად მიმდინარეობს ეს საქმიანობები, აღარც ვებ–გვერდი  გვაქვს, აღარც მაღაზია ფუნქციონირებს. არც კლიენტი და მოთხოვნილებებია ამ სფეროში", _ აღნიშნავს გურიელიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც გააგრძელებენ  წყალქვეშა სამყაროს შესწავლას, წყალქვეშა საძიებო სამუშაოების წარმოებას არქეოლოგებთან ერთად, თუ ამის საჭიროება იქნება.

როდის და რა მიზეზით დაიწყო დაპირისპირება მონიტორინგის ჯგუფსა და გურიელიძეს შორის

საკითხი კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოებამ თბილისში მომხდარი სტიქიისა და ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევის შემდეგ ზოოპარკის არა სხვა ადგილზე გადატანა, არამედ საერთოდ გაუქმების მოთხოვნა დააყენა.

რაც შეეხება ორგანიზაცია "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგს", გურიელიძესთან მათი ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2015 წლის 24 თებერვალს ზოოპარკმა მიიღო გადაწყვეტილება და ორგანიზაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  შეეწყვიტა.  

ამასთან დაკავშირებით, ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფმა 2015 წლის 25 თებერვალს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზოოპარკმა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის მიერ გამოვლენილი დარღვევების შემდეგ მიიღო.

უფრო კონკრეტულად კი, განცხადებაში ნათქვამია:

"ცხოველთადაცვითი მონიტორინგის შედეგად დადგინდა რომ თბილისის წყალსაცავთან (თბილისის ზღვა, ავტ.) მდებარე ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე განთავსდა ჯიშიან ძაღლთა გაურკვეველი სახის საშენი და საჯინობო მასში განთავსებული ცხენებით. ზოოპარკი დაკავებულია ამ ჯიშიანი შინაური ცხოველების გამრავლებით, რომელთა სახეობებს გადაშენება ნამდვილად არ ემუქრებათ, მაგრამ მათ გამრავლებას მოაქვს მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება. ასევე, ზოოპარკში ინტენსიურად მრავლდებიან ძვირადღირებული ლომები და ვეფხვები. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ცხოველები მრავლდებიან ზოოპარკში მანდ არსებული კარგი პირობების შედეგად, თუმცა ჯერ–ჯერობით არ არის დადგენილი ხდება თუ არა ზოოპარკში აფროდიზიაკების გამოყენება, რომელთა ხელშეწყობით ხორციელდება ცხოველთა ხელოვნური გამრავლება.

რაც შეეხება თბილისის ზოოპარკის სამეცნიერო–კვლევით ფუნქციას, 2012 წლიდან დაწყებული, მონიტორინგის მსვლელობის პერიოდში დღემდე, არცე რთხელ არ დაფიქსირებულა რამე სახის სამეცნიერო დაკვირვებები ზოოპარკის ბინადრებზე, ხოლო მათზე ფიზიკური ძალადობისა, თუ წყლის გარეშე დატოვების ფაქტები არაერთხელ გამოვლინდა", _ აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 5 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის ზოოპარკის ცხოველთადაცვით მონიტორინგს მემორანდუმის საფუძველზე 2012 წლის 16 ნოემბრიდან აწარმოებდა.

ზურაბ გურიელიძე წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და განმრატავს, რომ მონიტორინგის ჯგუფი მუდმივად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციებს: "თუმცა, როდესაც ჩვენ ეს ჯგუფი ზოოპარკში მივიღეთ, გვქონდა შეთანხმება, რომ მათ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ამ დარღვევების შესახებ, პირველ რიგში, უნდა ეცნობებინათ ზოოპარკის ადმინისტრაციისთვის, თუმცა, ისინი ვითომ დარღვევებს ავრცელებდნენ და შემდეგ ვიგებდით ჩვენ… ახლაც, პირველივე დღესვე, დაიწყეს ცრუ ინფორმაციების გავრცელება და ეცადნენ, "მღვრიე წყალში თევზის დაჭერას", რითაც ჩემი აზრით, ისინი გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ. ასეთ სიტუაციაში ეს ქმედება მარადიორობისგან არაფრით განსხვავდება".

"ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მონიტორინგის ჯგუფთან დადებული მემორანდუმი გაგვეუქმებინა. საუბარი იყო კონკრეტულ პიროვნებებზე და არა საზოგადოებაზე. დღეს ამ ადამიანების სახელების და გვარების დასახლებისგან თავს შევიკავებ, არ მინდა, შევცდე, კონკრეტულად რომელმა მათგანმა გაავრცელა ეს განცხადება.

სამწუხაროდ, მაშინვე არ მიგვიმართავს სასამართლოსთვის ამ ცრუ ბრალდებების გამო და როგორც ჩანს, შეცდომა დავუშვით. თუმცა, არც ამ ადამიანებს მიუმართავთ სამართალდამცავი ორგანოებისთვის. თუ ასეთი დარღვევებით ვმუშაობდით ზოოპარკში, რატომ არ მიმართეს სამართალდამცავებს? თუ რამდენიმე წელი მალავდნენ ჩვენს ვითომ დარღვევებს, მაშინ რა გამოდის _ ჩვენი თანამზრახველები არიან?" _ ამბობს გურიელიძე.

რაც შეეხება ცხოველების ხელოვნურად გამრავლების და შემდეგ გაყიდვის შესახებ წაყენებულ ბრალდებებს, გურიელიძე ამასაც სიცრუედ აფასებს და განმარტავს, რომ ზოოპარკები ცხოველებით არ ვაჭრობენ და ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიძიებენ, როდესაც თბილისის ზოოპარკმა ცხოველი გაყიდა:

"ამისთვის სპეციალური ხელშეკრულება უნდა არსებობდეს, საზღვარზე გადაყვანის დროს მუშაობს სპეციალური CITES საერთაშორისო კონვენცია, სადაც ყველა ქვეყანაა გაერთიანებული, ასევე, არსებობს ორგანიზაცია TRAFFIC-ი, რომელსაც არალეგალური ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია  მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს.

CITES სერთიფიკატის გარეშე წარმოუდგენელია ცხოველების საზღვარგარეთ გაყვანა. ეს არის ცხოველები, რომლებზეც კომერციული მოთხოვნაა. საჭიროა ვეტერინარული  დოკუმენტაცია, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის გავლა. ამდენი საბუთის გაყალბება და სახელმწიფო სტრუქტურების მოსყიდვა ხომ წარმოუდგენელია?

ამასთანავე, ჩვენი ლომები სტერილიზებულები იყვნენ და გამრავლება არ ხდებოდა. სპეციალურ კაფსულას ვუყენებდით და არ მრავლდებოდნენ. ეს ზოოპარკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებაა. საერთოდ, ლომების დაბინავება ძალიან რთული საკითხია და ყველა წამყვანი ზოოპარკი თავად ამრავლებს მათ", _ აღნიშნა გურიელიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.

შენიშვნა: ამავე საკითხზე "გურია ნიუსის" გუშინ გამოქვეყნებულ მასალაში არ იყო ზურაბ გურიელიძის კომენტარი, რადგან არც მან და არც ზოოპარკის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჩვენს სატელეფონო ზარებსა და სმს შეტყობინებებს არ უპასუხეს (ზარებისა და სმს შეტყობინებების გაგზავნის დრო დაფიქსირებულია), ამიტომ რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივი ინფორმაცია ჩაეხსნა საიტიდან, რისთვისაც რედაქცია მკითხველს ბოდიშს უხდის.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ავტომობილი ხეს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – ადგილიდან ვიდეო ვრცელდება

21:19; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით

14:45; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19 დეკემბერი, 2025

საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

კლიპი, რომელიც თბილისის სტიქიას და დაზარალებულებს მიუძღვნეს _ "ძალა ერთობაშია"

ყველა სიახლე

ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20.12.2025
საზოგადოება

ავტომობილი ხეს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – ადგილიდან ვიდეო ვრცელდება

21:19; 20.12.2025
სამართალი

სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

20:48; 20.12.2025
ზაფრანი

გივი და ავტოინსპექტორი

20:33; 20.12.2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე

17:09; 20.12.2025
სამართალი

გარყვნილი ქმედება არასრულწოვანთან და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება – დაკავებულია 1 პირი

17:00; 20.12.2025
სამართალი

ოზურგეთელი ცეკვის მასწავლებლის სასამართლო სხდომა ჯერ არ გამართულა

16:52; 20.12.2025
სამართალი

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს

16:12; 20.12.2025
პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
0

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო