აღმოსავლეთ უკრაინაში, ზაფხულში, მოსალოდნელია სიტუაცია უფრო დაიძაბოს და ინტენსიური ბრძოლები განახლდეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
THE WASHINGTONPOST-ის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა, ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"საუკეთესო გზა მშვიდობის შენარჩუნებისთვის მინსკის შეთანხმების სრული შესრულებაა. ყველა მხარეს ამის გაკეთებისკენ მოვუწოდებ. რუსეთს ამ კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს", _ აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.