თბილისის წყალდიდობისას დაკარგულების ცხედრები შესაძლოა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს – ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ვერ შევძელით დაკარგულების სხეულები ხმელეთზე გვეპოვა, ამიტომაც გამორიცხული არაა, რომ ის მდინარე მტკვარმა წაიღო.
ჩვენ ვიწყებთ მათ ძიებას არა მარტო თბილისის რაიონში, არამედ მთელ მის გაგრძელებაზე, აზერბაიჯანის საზღვრამდე“ – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად კაცაშვილმა.
კაცაშვილის სიტყვებით, აზერბაიჯანელი კოლეგები ოფიციალურად გაფრთხილებული არიან ამ ძიების შესახებ და დაკარგული მოქალაქეების ცხედრების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, მათგან ოპერატიული ინფორმაციის შეტყობინება მოხდება.
წყარო:http://vesti.az